საგანგაშოა რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, ცრემლსადენი გაზის სროლა - საია-ს განცხადება
"საგანგაშოა რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, ცრემლსადენი გაზის სროლა სახურავიდან ქვემოთ, მშვიდობიანად მდგომი ხალხის მიმართულებით" - ამ განცხადებას საია ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს შსს-ს და Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს.
დაახლოებით 22:00 საათიდან შეინიშნება აქტიური სპეციალური საშაულებების (წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის) გამოყენება (თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო, ამჟამად, უკვე (23:20), ჩიტაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე).
⭕️ თავდაპირველად აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას ჩიტაძის ქუჩაზე წინ უძღვოდა რამდენიმე პირის მიერ ჭიშკრის უჯრედებზე ჩაჭიდება და ხმაურით პროტესტის გამოხატვა, ხოლო, შემდეგ საშუალებების გამოყენება უკვე გადაიზარდა დემონსტრანტების ფართო მასების მიმართულებით.
📣 გამოყენებულ სპეციალურ საშუალებათა უკანონო პრაქტიკებს შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა:
⭕️ რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების (სახის, მუცლის არის) მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე;
⭕️ ცრემლსადენი გაზის სროლა სახურავიდან ქვემოთ, მშვიდობიანად მდგომი ხალხის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე, რაც არღვევს ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენების წესს და ცხელი კაფსულის მოხვედრის შემთხვევაში ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს.📣 მოვუწოდებთ:
⭕️ Საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე
⭕️ Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ." - წერია განცხადებაში.