"თავში გაარტყეს რეზინის ტყვია" - პარლამენტთან კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა
პარლამენტთან ვითარება დაძაბულია - ვრცელდება კადრები სოციალურ ქსელში, სადაც ჩანან დაშვებული მოქალაქეები.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს მოქალაქე, რომელიც დაშავებულია თავის არეში, ვიდეოში კი ისმის ხმა, რომ მას თავში რეზინის ტყვია მოხვდა.
"თავში გაარტყეს რეზინის ტყვია," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ.
პარლამენტთან ვითარება დაძაბულია - სპეცრაზმი მოქალაქეებზე ძალადობს და წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.