შსს ამტკიცებს, რომ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ

02.05.24 00:09
შსს ამტკიცებს, რომ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ.

ალექსანდრე დარახველიძე საგანგებო ბრიფინგზე ამბობს, რომ ძალოვანმა უწყებამ, მხოლოდ და მხოლოდ, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, კერძოდ, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ცნობისთვის, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე დარბევის შედეგად არაერთი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მოქალაქემ დაზიანება რეზინის ტყვიებით მიიღო. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე "პირველებს" უყვება, სპეცრაზმმა მას რეზინის ტყვია ნეკნისა და ხელის არეში ესროლა.