რეზინის ტყვია ნეკში და ხელში მომარტყეს - აქციის მონაწილე
ამ წუთებში მედიკოსები სამედიცინო დახმარებას მამაკაცს უწევენ, რომელსაც რეზინის ტყვია ნეკნსა და ხელის არეში ესროლეს.
დაშავებული "პირველებთან" ამბობს, რომ რეზინის ტყვიის გარდა, სპეცრაზმელებმა წიწაკის სპრეიც შეასხეს.
რეზინის ტყვია მომხვდა და თვალები მაქვს დამწვარი. ნეკში და ხელში მომარტყეს ტყვია. პარლამენტის ჭიშკართან ვიყავი, როდესაც მომარტყეს", - ამბობს დაშავებული.