ან დანებება, ან წინააღმდეგობის გაწევა- ხელისუფლებამ ხელთათმანი გვესროლა - ნიკა მელია

12.07.21 19:41
ან დანებება, ან წინააღმდეგობის გაწევა- ხელისუფლებამ ხელთათმანი გვესროლა  - ნიკა მელია

ხელთათმანი გვესროლეს და ახლა ჯერი ჩვენზეა -ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნება" მალე წავა, რადგან საკუთარ შეცდომებს ჯიუტად არ აღიარებს.

ყველა ადამიანი, ვინც მათ შეხედულებას არ იზიარებს, მათი მტერია და განადგურება სურთ. როცა ფიზიკურად გიპირისპირდებიან, შენ გიტოვებენ არჩევანს, ან დანებებისა, ან წინააღმდეგობის გაწევისა, ეს ხელთათმანი გვესროლეს, მთელს საზოგადოებას. ახლა ჯერი ჩვენზეა. არ მინდა, ვიღაცა გავამხნევო, მაგრამ ვფიქრობ, რომ განწირულია მარცხისთვის ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, მეც რომ ვიყო, ვინც ასე იქცევა და ჯიუტდება შეცდომაში. დავაკვირდეთ, 2 თვეში ერთხელ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი დგება ქვეყანაში - განაცხადა მედიის ორგანიზატორობით გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ.