კობერიძე: ტყვიაც მქონდა და გამომიღეს, არ გამომატანა სასწრაფომ, ეტყობა, რომ არ „გაბაზრდეს“, არ გადაიღო ფოტოო
"ტყვიაც მქონდა და გამომიღეს, არ გამომატანა სასწრაფომ, ეტყობა, რომ არ „გაბაზრდეს“, არ გადაიღო ფოტოო," - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ცოტნე კობერიძე საუბრობს.
კობერიძის თქმით, დღევანდელ აქციაზე ორჯერ მოხვდა რეზინის ტყვია - ერთი მკლავის, მეორე კი მუცლის არეში, ორივე დაზიანება თვალსაჩინოა.
კბერიძის თქმით, შსს იტყუება, როდესაც ამბობს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს არ იყენებს.
აქ ტყვიაც მქონდა და გამომიღეს, არ გამომატანა სასწრაფომ, ეტყობა, რომ არ „გაბაზრდეს“, ფოტოს გადაღებაზეც - არ გადაიღო ფოტოო.
თვალსა და ხელს შუა გვატყუებენ, ერთი ეს კანონი არ არის რუსული და მეორე, რეზინის ტყვიები არ უსვრიათ, ესენი არიან აფერისტი, მატყუარა ხალხი, რომელსაც სხვანაირად არ შეუძლია,“ - ამბობს ცოტნე კობერიძე.