ღარიბაშვილის ტროლები დაკავებული არიან, რომ ლექსო გააშავონ, არ დაუჯეროთ - ნანუკა ჟორჟოლიანი

12.07.21 20:01
ღარიბაშვილის ტროლები დაკავებული არიან, რომ ლექსო გააშავონ, არ დაუჯეროთ  - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელკეწამყვანი და ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, აცხადებს, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ ხელისუფლებამ მის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ ბოტები მოქმედებაში მოიყვანა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მთავრობისადმი  კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს შეტყობინებებს უგზავნიან და ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ არასწორ ინფორმაციებს უგზავნიან. 

ადამიანებს, ვინც მომხდარ ამბავს აპროტესტებს, ინბოქსში ეგზავნებათ საზიზღარი შინაარსის მესიჯები. სუს-ი, უშიშროების მთელი სამსახური, ღარიბაშვილის მთელი ტროლ-ბოტები დაკავებულები არიან იმითი, რომ ეს ბიჭი გააშავონ, მოქალაქეებს გაუჩინონ განცდა, რომ ლექსოს რაღაც შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, რომ ძალადობის ფაქტზე იყო დაკავებული, არ არსებულ ამბებს ჰყვებიან, და იცით, რატომ? იმიტომ რომ ასეთი ბევრჯერ მოიგონეს. ყოველთვის გაუვიდათ, ხალხნო. რადგან არც ერთხელ არ იყო საზოგადოების პროტესტი, არ იყო ჩვენგან სწორი რეაგირება და რადგან ერთხელ, ორეჯერ გამოუვიდათ, ამჯერადაც გამოუვათ. მივმართავ ყველას, არ დაუჯეროთ ტროლებს. მაქვს დიდი იმედი, რომ თქვენ ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად არ დაიღლებით - განაცხადა აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა.