უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში წითელი ზონა მოქმედებს

02.05.24 11:08
უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში წითელი ზონა მოქმედებს

გუშინდელი მრავალათასიანი აქციის და სასტიკი დარბევის შემდეგ დღეს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს. შალვა პაპუაშვილმა გადაწყვიტა, საკანონმდებლო ორგანოში წითელი ზონა აემოქმედებინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ახლა მუშაობა პარალიზებულია და შენობაში არავის უშვებენ. ადმინისტრაციის ცნობით, ვიდრე შიდა ეზოს არ მოაწესრიგებენ, სამუშაო პროცესი არ გაახლდება.

გუშინ გვიან ღამით მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაზე საპროტესტო წარწერები დატოვეს. 

დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებოდნენ. ილია დარჩიაშვილს უნდა წარედგინა ანგარიში, თუ რას აკეთებს მისი უწყება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, თუმცა, სავარუდოდ, აღნიშნული პროცესი ან გადაიდება ან დღის მეორე ნახევრში ჩაინიშნება.