მოციქულები არის ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები, იმათმა შეცვალეს სამყარო - მამა ზაზა

12.07.21 20:23
მოციქულები არის ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები, იმათმა შეცვალეს სამყარო - მამა ზაზა

მედია არის ჩვენი თვალები და ყურები. მოციქულები იყვნენ ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები, დღეს მოციქულების დღეა. - ამის შესახებ დღევანდელ აქციაზე სასულიერო პირმა განაცხადა. მამა ზაზას თქმით, არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ თავისუფლებასა და ღირსებაზე.

მოგესალმებით საქართველოს მოქალაქეებო, მთელი თქვენი ფერით და განსხვავებულებით, მოვალე ხართ, ეს რეალობა შეცვალოთ. ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს. არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ თავისუფლებაზე, ღირსებაზე. 

მინდა, პატივისცემა გამოვხატო ჟურნალისტების მიმართ, მათზე აღმართული ხელი არის ჩვენს ხალხზე აღმართული ხელი. რატომ? ისინია თვალი და ყური ჩვენი, ჩვენი ფანჯარა, ხედვის წერტილი, ისინი იმას აკეთებენ, რის გარეშე ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით. 53 ჟურნალისტის თვალები გახდა სამიზნე, რომელიც არის სახე და სიმბოლო ცნობიერების. როგორც მოძღვარმა, მინდა, ვთქვა ერთი რამ. დღეს ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღეა, ეს დღე არის მოციქულების დღე. მოციქულები არის ქრისტეს მედია. ქრისტეს ჟურნალისტები, ისინი ასწავლიან, იმათმა შეცვალეს სამყარო, ამ თვალსაზრიზისით მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის. არ უნდა დავიხიოთ და მხოლოდ წინ, ჭეშმარიტებისკენ - განაცხადა მამა ზაზამ.