“რა ხანია პარლამენტის დერეფნებში "ოცნების“ პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დაიარება“ - ახვლედიანი

02.05.24 13:13
“რა ხანია პარლამენტის დერეფნებში "ოცნების“ პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დაიარება“ - ახვლედიანი

რა ხანია პარლამენტის დერეფნებში "ოცნების“ პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დაიარება - ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.

ახვლედიანის შეფასებით, პარლამენტში რაც ხდება, ეს დალაგებას აღარ ექვემდებარება.

„როგორც გავიგეთ, პარლამენტის ცალკეული სივრცეები დასალაგებელია - უნდა გითხრათ, რომ ის, რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება! ამას დალაგება აღარ შველის - ამას გადალაგება უნდა! ამ ნაგავს გატანა უნდა!

რა ხანია პარლამენტის დერეფნებში “ქართული ოცნების“ პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დაიარება

ჩვენ - ქართველი ხალხი და პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამ შემოდგომაზე ამას მოვახერხებთ. საქართველოში ბიძინიზმი დასრულდება“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში დღეს აღარ გაიმართება.  საქართველოს პარლამენტი ამ დრომდე დაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლაც კი აკრძალულია. შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური შუქნიშანი წითლიდან ყვითელ დონეზე ორ საათზე გადაერთვება, თუმცა დიდი ალბათობით დეპუტატების დღის წესრიგი შეიცვლებაა და სხდომები არ გაიმართება. რუსული კანონის მეორედ მოსმენის მიღების შემდეგ დეპუტატები სამსახურში ვერ მიდიან.  დღეს საღამოს შვიდ საათზე კი ისევ აქციაა დაანონსებული.