დადგა სიმართლის დრო, როდესაც ყველა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა - ბოკუჩავა
"დადგა სიმართლის დრო, როდესაც ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსმა და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და უთხრას სიმართლე საქართველოს მოქალაქეებს და მთელს მსოფლიოს" - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს, ამიტომ ახლა ყველას ვალია, საკუთარი ხმა მკაფიოდ გააჟღერონ.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დადგა სიმართლის დრო, როდესაც ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსმა და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და უთხრას სიმართლე საქართველოს მოქალაქეებს და მთელს მსოფლიოს. მე ძალიან ვაფასებ იმ სიცხადეს, რომელიც ახლა არსებობს სრულ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოში, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ართმევს ევროპულ მომავალს და ჩვენი ვალია თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკოსის თუ რიგითი მოქალაქის, ახალგაზრდის თუ სხვა თაობის წარმომადგენლის , რითაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.