პრეზიდენტი ძალადობას ახალისებს - კალაძე

02.05.24 14:16
პრეზიდენტი ძალადობას ახალისებს - კალაძე

"ქართული ოცნება" 85 ათასზე მეტი მომიტინგის პროტესტმა წყობიდან გამოიყვნა - რუსული მეთოდებით დარბევას და   სალომე ზურაბიშვილის სკანდალური ინტერვიუების შემდეგ ოლიგარქის გუნდი მოქმედებაზე და თავდასხმაზე გადავიდა. 

მმართველი პარტიის ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ, მოქალაეებს კი პროტესტის ფორმებს უწუნებენ.

კალაძე დასავლეთსაც მიწვდა და თქვა, რომ ევროპა მისთვის ღირებულებებია და არა ახლანდელი ბიუროკრატები.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 12-პუნქტიანი გეგმა იყო? მოგვცეს, შესრულდა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დაჩმორებაზე და შეურაცხყოფაზე ეს კონკრეტული მაგალითია. შეურაცხმყოფელი იყო რაც იკადრებს. ჩემთვის ევროპა არ არის ახლანდელი ბიუროკრატები. ისინი დღეს არიან, ხვალ შეიძლება არ იყვნენ. ჩემთვის ევროპა არის ღირებულებები.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას და ქმედება, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით იკადრა და გააკეთა, მიმანიშნებელია იმაზე, რომ წახალისებულია ძალადობა. ზუსტად პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას", - ამბობს კალაძე.