გელა ნადირაძე სახლშია და მიყენებული დაზიანებების შედეგად წოლით რეჟიმშია - საია-ს განახლებული ინფორმაცია
საია-ს განახლებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, გელა ნადირაძე ამჟამად არის სახლში და მიყენებული დაზიანებების შედეგად წოლით რეჟიმშია.
2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინარე, ოჯახი ადასტურებს, სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე", ნათქვამია საიას ინფორმაციაში.