ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა - შსს
"ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლექსო შაქარაშვილის გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტინმორფინი" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, "ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებით ზედოზირება".
მამუკა ჭელიძის განცხადებით, ეს დასკვნა არის შუალედური.