აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით გაკეთდა, აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.
“მკვლელებო“, „სირცხვილია“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მსვლელობით წავიდნენ "ქართული ოცნების" ოფისისკენ.