მთელი დარბაზი იყო ჰარმონიაში... ყოფილან ხელისუფლების წარმომადგენლებიც - ბუღაძე ოპერის თეატრში ევროკავშირის დროშის გადმოფენაზე
"ევროკავშირის დროშა გადმოვფინე, სხვებსაც ჰქონიათ თურმე ევროკავშირის დროშები. დავიწყეთ სკანდირება „არა რუსულ კანონს“, „საქართველო“ და მთელი დარბაზი იყო ერთიან ჰარმონიაში," - ასე იხსენებს ბუღაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში განვითარებულ მოვლენებს.
ლაშა ბუღაძემ თეატრში ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტის ბოლოს ევროკავშირის დროშა გადმოფინა და სკანდირებდნენ მოქალაქეები - "არა რუსულ კანონს".
როგორც ბუღაძე ამბობს, დარბაზში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, დარბაზში იყო სალომე ზურაბიშვილიც.
მართლა საოცარი რამ იყო, მე გავიყოლე ევროკავშირის დროშა, გადმოვფინე კონცერტის დასასრულს, ბერლინის კონცერტმა დაუკრა ბეთჰოვენი, რომელიც ცხადია, არის ავტორი ევროკავშირის ჰიმნის და საოცარი ამაღლებული განწყობა იყო, დარბაზში სხვებსაც ჰქონიათ თურმე ევროკავშირის დროშები. დავიწყეთ სკანდირება „არა რუსულ კანონს“, „საქართველო“ და მთელი დარბაზი იყო ერთიან ჰარმონიაში.
საერთო სამოქალაქო განწყობაა ეს და შეიძლება ეს არ არის ახლა რევოლუცია, თუცა გააჩნია რა შინაარს ჩავდებთ ამ სიტყვაში, მაგრამ განწყობა და ენერგია მთელ საქართველოში არის რევოლუციური.
ყოფილან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რამდენიმე პროპაგანდისტიც შემომეფეთა გასვლის წინ და შევახსენე რუსული კანონის შესახებ,“ - ამბობს ლაშა ბუღაძე.
""არა რუსულ კანონს" ტაშის გრიალი მოყვა!" - პროტესტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი იმართებოდა.