ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს რეალური სანქციები, არა უბრალო შეშფოთება - მარგველაშვილი შოლეს განცხადებაზე
"ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს რეალური სანქციები, რეალური ქმედება, არა უბრალო შეშფოთება," - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადებას გიორგი მარგველაშვილი.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ რეალური მოქმედების - სანქციების გამოყენების დროა და დარწმუნებულია, რომ თუ პროტესტი პერმანენტული და მშვიდობიანი იქნება, პარტნიორები ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ.
ამერიკელი დიპლომატი ხვდებოდა პრემიერმინისტრს, რომელმაც ნათლად ჩამოაყალიბა ჩრდილოური ვექტორი და რუსეთთან თანამშრომლობის თავისი ხედვა, ბუნებრივია, ეს განცხადება არის იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვდგავართ და ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს რეალური სანქციები, რეალური ქმედება, არა უბრალო შეშფოთება, დარწმუნებული ვარ, თუ აქ ვიდგებით მშვიდობიანად, ეს ნაბიჯებიც იქნება,“ - ამბობს მარგველაშვილი.