იყვნენ გამოგზავნილები, გადმოხტნენ თან ერთად, ჯგუფურად, ბავშვებს მისდევდნენ და სცემდნენ - ტყეშელაძე

03.05.24 01:29
იყვნენ გამოგზავნილები, გადმოხტნენ თან ერთად, ჯგუფურად, ბავშვებს მისდევდნენ და სცემდნენ - ტყეშელაძე

„ესენი არიან ზონდერები, კრიმინალები არიან და არ შერჩებათ,“ - ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმას ლაშა ტყეშელაძე იხსენებს.

ტყეშელაძე ამბობს, რომ ჯგუფურად დაესხნენ თავს ახალგაზრდებს. ტყეშელაძის თქმით, პირებს, ვინც თავს დაესხნენ ახალგაზრდებს, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და არ იყვნენ პოლიციის ფორმაში.

15-მდე ადამიანი იქნებოდა, შემოვარდნენ მანქანებით, ვფიქრობ, რომ პოლიციელები არ იყვნენ, იყვნენ ზონდერ ჯგუფები, მათ არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდათ.
არცერთი მანქანა არ იყო პოლიციის, არც ფორმები ეცვა, ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი და დაუწყეს ბავშვებს რტყმა.
ეს დიდი ეჭვი მაქვს, რომ იყვნენ გამოგზავნილები, გადმოხტნენ თან ერთად, ჯგუფურად, ბავშვებს მისდევდნენ და სცემდნენ,“ - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

დაპირისპირება ცისკის მიმდებარე ტერიტორიაზე - რამდენიმე ადამიანია დაშავებული. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროვოკაციის მოწყობის მიზნით მათ 4 ადამიანი თავს დაესხა, მანქანებით მოვიდნენ ნიღბიანი პირები.