აქტივისტები: დაგვახვედრეს ნიღბიანი, სასტიკად ნაცემია ორი პირი
დაპირისპირება ცისკის მიმდებარე ტერიტორიაზე - რამდენიმე ადამიანია დაშავებული. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროვოკაციის მოწყობის მიზნით მათ 4 ადამიანი თავს დაესხა, მანქანებით მოვიდნენ ნიღბიანი პირები.
აქციის მონაწილეების ნაწილი ყვება, რომ 4-ზე მეტი იყო თავდამხსმელი, ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ და დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იყო.
აქციის მონაწილეებმა თავდამსხმელების ფოტოები გადაიღეს და შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ დაშავებულს სახე დასისხლიანებული აქვს.
სუს-ის ხალხი იყო, ძიუდოისტები დაგვახვედრეს... ტოიოტა კამრი მოვიდა, გააჩერეს, ველოსიპედიან კაცს დაატყეს და დავეხმარეთ, გადმოცვივდნენ, გალახეს კაცი," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სპეციალურად იდგნენ, გადმოცვივდნენ, 4 მოჭიდავე, წავიდნენ, იქით ვიღაც კაცს კბილები ჩამოუღეს, 10 წუთი აქ იყვნენ ჩხუბობდნენ, მოგზავნილი პროვოკატორები," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.