"კონსტიტუციური გადატრიალებაა" - სიხარულიძე "ოცნების" საგარეო პოლიტიკაზე

03.05.24 14:36
"კონსტიტუციური გადატრიალებაა" - სიხარულიძე "ოცნების" საგარეო პოლიტიკაზე

"ეს არის აშკარა შემოტრიალება და ანტიკონსიტიტუციური ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატულ ნებას," - ამ განცხადებას "დღის ამბებთან" დავით სიხარულიძე აკეთებს.

დავით სიხარულიძე ამბობს, რომ ივანიშვილის და მისი გუნდის ქმედებები, შეტევა დასავლელ პარტნიორებზე და აშშ-ზე, "კონსტიტუციური გადატრიალებაა".

წარმოუდგენელია, ამას ყველაზე მძიმე სცენარშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა. სახეზე გვაქვს, პრაქტიკულად, კონსტიტუციური გადატრიალება, რომელიც დღეს ივანიშვილის ბანდამ და ქართულმა ოცნებამ გააკეთა. ყველა ნაბიჯი გადადგმულია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგო ნაბიჯია, ასევე არაკონსტიტუციური ნაბიჯია, რადგან კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი ის, რომ საქართველოს მომავალი ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში გაწევრიანებაა.
წარმოუდგენელი ენაა, ასეთი ენით - კობახიძის ტვიტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება წარმოუდგენელი ენითაა დაწერილი, ასეთი ენით ლაპარაკობდა 80-იან წლე4ბში ირანის გარკვეული რადიკალური დაჯგუფებები, ასეთი ტიპის კონსტრუქციებს იყენებდა, გამეორებულია რუსული მდაბიო პროპაგანდის ყველა სისულელე, რაც არსებობს პროპაგანდისტული ხაზი რუსულ პროპაგანდაში,“ - ამბობს სიხარულიძე.

წყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? - რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? - შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე ავრცელებს. 

"ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება" - ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს.

"ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას" - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.

საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "არაობიექტურს" უწოდებს და ძალადობის წახალისებად აფასებს.