"ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას" - საფრანგეთის საგარეო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტრო საქართველოში ემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას გმობს. ამის შესახებ უწყების საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტრო წერს, რომ საქართველომ მოსახლეობის სურვილის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და ევროკავშირთან დასაახლოებლად ძალისხმევა უნდა გააგრძელოს.
"საფრანგეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ის, უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას გმობს. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს მოსახლეობის სურვილის შესაბამისად", - წერია უწყების განცხადებაში.