შსს: თავდამსხმელები არ დაგვიკავებია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ მეფის გამზირზე, ახალგაზრდებზე თავდასხმასა და სასტიკ ანგარიშწორებაში ბრალდებული არც ერთი პირი არ დაუკავებია. ამის შესახებ "პირველებს" სამინისტროს პრესამსახურში უთხრეს.
10-ზე მეტი თავდამსხმელის ვინაობა უკვე დადგენილია - არსებობს კადრები, რომ ისინი განსაკუთებული სისასტიკით უსწორდებიან რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, თუმცა პოლიციას არც ერთი დაკავებული არ ჰყავს.
სამინისტრო არ ამბობს, დაკითხვაზე მაინც თუ დაიბარეს პირები, ვინც სასტიკ ძალადობაში მონაწილეობდა.