"პირველებმა" მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაში მონაწილე კიდევ ორი პირის ვინაობა დაადგინა

03.05.24 15:21
"პირველებმა" მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაში მონაწილე კიდევ ორი პირის ვინაობა დაადგინა

"პირველებმა" მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაში მონაწილე კიდევ ორი პირის ვინაობა დაადგინა. საუბარია დიმიტრი ჭუმბურიძე და გიორგი უბილავაზე. ორივე მათგანი ძალოსნური სპორტის წარმომადგენელია. 

"პირველების" კითხვაზე, ფინანსდებიან თუ არა აღნიშნული მოძალადაეები მერიისგან, დედაქალაქის მერი გადაჭრით ვერ პასუხობს. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მერიისგან უამრავი ადამიანი ფინანსდება და ყველას ვინაობა არ იცის. 

გრიმია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა და მესმის ადამიანების პროტესტი, რომლებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მერიისგან ზალიან ბევრი ადამიანი იღებს დახმარებას, უამრავ ოოჯახს ვეხმარებით. არ ვიცი, ვისზე საუბრობთ, - ამბობს კალაძე. 
 

ირაკლი აბესაძე წერს, რომ პირები, ვისი იდენტიფიცირებაც მედიამ მოახდინა, თბილისის მერიიდან ხელფასს იღებენ.

ისაკ უბილავასა და დავით ჯავახიას - ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერია მათ როგორც წარმატებულ მწვრთნელებს ყოველთვიურად 500 ლარს უხდის. ის ავრცელებს მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამიდან ამონაწერს, 2023 წლის დეკემბრის: