კინზინგერი: ყველა პოლიციელი საქართველოში გადადგეს, უარი თქვას ბრძანებებზე
"ყველა პოლიციელი საქართველოში გადადგეს, უარი თქვას ბრძანებებზე, ან აგოს პასუხი მაშინ, როცა ხალხი ქვეყანას დაიბრუნებს", - ამის შესახებ ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი X-ზე წერს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მანამდე ყოფილმა კონგრესმენმა (2011, 2023) რამდენიმეწუთიანი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა - "ახლახან “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთს მოარგონ".