მთავრობას მოვუწოდეთ, განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაიცვას პრესა - საფრანგეთის ელჩი
"შსს-ში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის" - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი, Twitter-ზე წერს.
ჩვენ დიპლომატებს გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-ში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.
განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება დაიცვას ყველა, მათ შორის, უმცირესობა და პრესა“, - აცხადებს ელჩი.