ლაშქარავა თქვენ გარდააცვალეთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი - მეუფე ანტონი მედიას დაუპირისპირდა
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სასულიერო პირი იმდენად შორს წავიდა, რომ ჟურნალისტს ხელითაც კი შეეხო.
მიტროპოლიტმა "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მედიას დააკისრა.
თქვენ ახალისებდით. თითოეული უწევთ პროპაგანდას. თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა, იცით, რუსთაველზე რომ გამოხვალთ, წირავთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის მკვლელობაზე" - მიმართა მეუფემ ჟურნალისტებს.
სასულიერო პირი საკითხის კომენტირებისას თავიდან ბოლომდე სახელისუფლებო ნარატივს ატარებდა:
შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტოკებითა და ფსიქოტროპული წამლებით, ტვინი რომ გამოგირეცხეს, თავად მოძალადეებო, ჩვენ რომ მოძალადეებს გვეძახით. შეხედეთ, თქვენ რაებს წერთ და რაებს ლაპარაკობთ საპატრიარქოზე. შეტაკება იქ გენახათ, სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. თქვენ ახალისებდით, ტორპედოებად გაგწირეს და წირავთ ხალხს", - მიმართა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ მედიამ 5 ივლისს ცემა დაიმსახურა.
დაიმსახურეთ! თქვენ მოგწონთ, რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებ ტექნიკურად, პი პი პი პი, ნუ ატრიალებთ გაიგეთ?! ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე.
მოძალადეები ხართ გეუბნებით, თქვენ ახალისებთ, თქვენი მიკროფონები ახალისებენ გარყვნილებას, გაიგეთ?! თვითონ მოძალადეებო, გაჩერდით, გველს ბულბულს ნუ არქმევთ", - მიმართა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა.