"ვითარება ძლიერების საჯარო მტკიცებად გადაიქცა" - ო'ბრაიენი საქართველოს შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე
"ვითარება ძლიერების საჯარო მტკიცებად გადაიქცა" - ასე აფასებს საქართველოს ბოლოდროდროინტელ სტრატეგიულ ურთიერთობას შტატებთან და "ოცნების" დემარშს ვაშნგტონში მიწვევაზე ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ო'ბრაიენი ამბობს "აქ საკითხი ისაა, როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს მთავრობები, როდესაც ისინი ცდილობენ საერთო კლუბში გაწევრიანებას".
რაც შეეხება კითხვას, "დგას თუ არა საქართველოს კრემლის გვერდით?"- ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ასე პასუხობს:
ჩვენ ვიცით, რომ ქართველების 80 პროცენტს სურს ევეროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ მტკიცედ ვუჭეთ მხარს ამ მისწრაფებას. კანონი ვფიქრობ არის ძალიან შორს წასვლის საკითხი იმის შესაზღუდად, რაც ნორმალურია ევროპაში და ტრანსატლანტიკურ სივრცეში. საუბარი მიმდინარეობს, სამწუხაროა, რომ ბევრი რამ ხდება იქ, რასაც ტვიტერი ერქვა. რეალურად, ეს შეეხება იმას, რომ ამ მთავრობამ პირობა დადო ემუშავა სხვა მთავრობებთან, მათ შორის შტატებთან ერთად", - ამბობს ო'ბრაიენი.
ჟურნალისტის კითხვაზე "ეს პირობა კიდევ არსებობს?" სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ამბობს, რომ ამერიკის სურვილი იყო ვაშინგტონში რუსული კანონის შესახებ ემსჯელათ, რაზეც "ოცნებამ" უარი განაცხადა.
ჩვენ გვსურს მათთან მუშაობა. როდესაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ბატონო კოოპმანი ჩავიდა, მათ თქვა, რომ გვსურს ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ამ კანონზე. ჩვენ ვთქვით, ჩამოდით ვაშინგტონში, იმუშავეთ კანონზე, თუმცა ვითარება გადაიქცა ერთგვარ ძლიერების საჯარო მტკიცებად. მე ვფიქრობ, რომ აქ საკითხი ისაა, როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს მთავრობები, როდესაც ისინი ცდილობენ საერთო კლუბში გაწევრიანებას", - ამბობს ო'ბრაიენი.
შტატების მაღალჩინოსანმა "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა საქართველოში მომავალ არჩევნებზეც და განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკაცშირებით საქართველოს მთავრობის მოთხოვნები დისკრიმინაციულია.
საქართველომ თქვა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ნატო. ამრიგად, ამ კონტექსტში საქართველოსთან ჩვენ გვაქვს დისკუსიები, რომლებიც შეიძლება არ გვქოდნეს სხვა ქვეყნებთან. მთავრობამ განაცხადა, რომ სურს სამართლიანი არჩევნები და მოიწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეს არის ის, რაც ჩვენ ბუნებრივად გვეხება, რადგან ეს არის კლუბში გაწევრიანების ნაწილი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ ნატოს შემთვევაში და ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირის შემთხვევში და ამ კონტექსტში პრობლემატურია სპეციალური და დისკრიმინაციული მოთხოვნები იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააკეთონ ის, რაც საქართველოს მთავრობას სურს, როგორიცაა საეთაშორისო ორგანიზაციების არჩევნებზე დაკვირვება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ხელშეწყობა", - განაცხადა ამერიკის მაღალჩნოსანმა.
2 მაისს, საქართველოს პრემიერი რუსულ კანონზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს ესაუბრა.
შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას ირაკლი კობახიძემ თავად გაავრცელა. კობახიძემ ვაშინგტონი ფაქტობრივად რევოლუციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
კობახიძესთან გამართული მძიმე სატელეფონო საუბრის და ო'ბრაიენის განცხადების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დრო ჯერ კიდევ აქვს, რათა ამერიკა საქართველოს სასწორზე დადებული პარტნიორობა გადაარჩინონ.