"მოვუწოდებთ მთავრობას, EU-სკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის შტატებთან თანამშრომლობით გააგრძელოს" - ო'ბრაიენი

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი X-ზე წერს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში, ჯიმ ო'ბრაიენი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს.
"როგორც მე დღეს ანი ჩხიკვაძეს ["ამერიკის ხმის" ჟურნალისტი] ვუთხარი, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს", - წერს ო'ბრაიენი.