რუსებმა კრამატორსკში ავტობუსებს დაარტყეს - დაღუპულია 12 ადამიანი

08.10.26 14:12
რუსებმა კრამატორსკში ავტობუსებს დაარტყეს - დაღუპულია 12 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. ორ ავტობუსზე დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ავტობუსებს მგზავრები გადაჰყავდა.

“რუსულმა ძალებმა კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის ეპიცენტრში ორი ავტობუსი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი. თოთხმეტი ადამიანი დაშავდა”, - აღნიშნულია დონეცკის რეგიონული პროკურატურის განცხადებაში.