უკრაინაში ავტობუსებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

08.10.26 15:12
უკრაინაში ავტობუსებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში, ორ ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

უკრაინული მედია დონეცკის რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულია 18 ადამიანი.

უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გათვალისწინებით, კრამატორსკსა და სლავიანსკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, - აცხადებს დონეცკის საოლქო - სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვადიმ ფილაშკინი.