კობახიძის განცხადება არის გიჟური, უპასუხისმგებლო და უგუნური, საქართველოს მთავრობა რუსულ პოლიტიკას ატარებს - კოფი
ამერიკელი დიპლომატი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი საქართველოს პრემიერის ბოლო განცხადებას, როდესაც მან შტატები რევოლუციების დაფინანსებაში დაადანაშაულა, გიჟურდ, უპასუხისმგებლოდ და უგუნურს უწოდებს.
კოფი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ პოლიტიკას ატარებს.
მისივე განცხადებით, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს სხვა არაფერია, თუ არა ძირი გამოუთხაროს სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკასთან და ევროკავშირთან.
რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს სხვა არაფერია, თუ არა ძირი გამოუთხაროს სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკასთან და ევროკავშირთან. ეს არ არის ჩემი აზრი. ასე ფიქრობენ ევროპელი ლიდერები , ამერიკელი კანონმდებლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. პრემიერის ბოლო განცხადება ძალიან სამწუხარო იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, გიჟური . მაინტერესებს ეს თავად დაწერა, თუ ვინმე მრჩეველმა ურჩია რომ დაეწერა, რადგან უბრალოდ არ მჯერა, რომ ასეთ განცხადებას საქართველოს პრემიერი აკეთებს. როცა ქვეყნის პრემიერს ასეთი რამ წამოცდება, ეს ყველა შემთხვევაში დამაზიანებელი იქნება ჩვენი ურთიერთობებისთვის, ძალიან უპასუხისმგებლო, უგუნური, არასაჭირო განცხადება იყო, რომელიც არავის აზრს არ ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა რუსულ პოლიტიკას ატარებს, მათ შეხედულებებთან ახლოს დგანან. მათ აქვთ ერთნაირი პოლიტიკა უკრიანასთან მიმართებით ეკონომიკურ სანქციებზე, ეს ძალიან მკაფიოა. და როდესაც ივანიშვილი გლობალურ ომის პარტიაზე საუბრობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსული სასაუბრო ენაა", - ამბობს ლუკ კოფი.
2 მაისს, საქართველოს პრემიერი რუსულ კანონზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს ესაუბრა.
შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას ირაკლი კობახიძემ თავად გაავრცელა. კობახიძემ ვაშინგტონი ფაქტობრივად რევოლუციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
კობახიძესთან გამართული მძიმე სატელეფონო საუბრის და ო'ბრაიენის განცხადების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დრო ჯერ კიდევ აქვს, რათა ამერიკა საქართველოს სასწორზე დადებული პარტნიორობა გადაარჩინონ.