ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია! - მეუფე ნიკოლოზი

13.07.21 14:11
ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია! - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მათ შორის, ჟურნალისტებმა.

მან მედია მიმართა "იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ადამიანებზე განახორციელეს". 

ჩვენ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ. თქვენ თქვენი წილი აიღეთ. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს თუ აღვირახსნილი. ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია!, - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

სასულიერო პირი მომხდარში ჟურნალისტების დანაშაულსაც ხედავს: 

ჩვენ ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა, დიდი ბოროტების, რაც მოხდა. ცალკე საკითხია, როდესაც სახელმწიფოს აიძულებ გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ გააკეთო ის, რაც არ უნდათ ადამიანებს, რომ გააკეთო. ეს არ არის აზრის გამოხატულება, როდესაც ადამიანების უმრავლესობას არ უნდა და დგახარ და საჯაროდ ისეთ რაღაცას აკეთებ და ამბობ, რაც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის. ეს არის ძალადობა“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.