მგონია, რაღაც მოწიეს ამ აღდგომებზე - ხვიჩია "ოცნებაზე"

07.05.24 16:03
მგონია, რაღაც მოწიეს ამ აღდგომებზე - ხვიჩია "ოცნებაზე"

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია "ქართული ოცნების" მიერ 10 მაისს, უქმე დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას და ბიძინა ივანიშვილის გუნდის ახალ კამპანიას "პირველებთან" აფასებს. 

"გონია, რაღაც მოწიეს ამ აღდგომებზე"- ამბობს ხვიჩია. 

"გავრცელდა "ქართული ოცნების" facebook სტატუსები, არა რუსულ კანონსო იძახიან, მე ვერ ვხვდები, რომელ კანონზე საუბრობენ საერთოდ. არა-ს ეუბნებიან კანონს, რომელიც არ ვიცით, რომელია. "გლობალურ პარტიად" დაასახელეს ადამიანები და ვინ არიან, სახელ-გვარები არ გააჩნიათ. მგონია, რომ რაღაც მოწიეს ამ აღდგომებზე, აქამდე ჩვენ რომ გვაბრალებდნენ იმაზე უარესი. 

ქვეყნის ინტერესების ღალატს თუ აპირებ პარასკევს იზამ ამას თუ ორშაბათს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ, წინა კვირა მარხვის თვალსაზრისით მძიმე კვირა იყო, საეკლესიო თვალსაზრისით და რუსული კანონი მოახვიეს თავს ხალხს და სცემეს. ასე რომ, ქოცებისგან ქრისტიანული არგუმენტების მოხმობა ნამეტანია"- თქვა ხვიჩიამ.