როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები EU-ის წევრი ქვეყნებიდან
საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ჩამოდის. ინფორმაციას მაიკლ როთი X-ზე ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ის თბილისში 13-15 მაისს იქნება.
როთის ვიზიტი ემთხვევა "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვას.
როგორც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ მასთან ერთად თბილისს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან.
მაიკლ როთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს, რომ შეხვდეს მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
13-15 მაისს მე ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას", - წერს მაიკლ როთი.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი თბილისში მიმდინარე აქციებს რამდენიჯერმე გამოეხმაურა და ძალადობა დაგმო, მან პრემიერსაც მიმართა:
- კობახიძე, შეწყვიტე ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ, გაიწვიე კანონი! - როთი
სანამ ასეთი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება - როთი თბილისის აქციებზე
ერთიანობა მთავარია! ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის - როთი
"ბედნიერი აღდგომა, განსაკუთრებულად თბილი სალამი უკრაინასა და საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ ხალხს!" - როთი
ევროპულ მარშს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი შეუერთდა. თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და ვიდეოს აქციიდან.