ლექსოსთვის - ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს

13.07.21 15:00
ლექსოსთვის - ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს

ლექსოსთვის-ამ მოწოდებით  ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ გარდაცვლილი ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ   გამოუცხადეს.  მედიასაშუალებების წარმომადგენლები  სიმბოლურად მერიასთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს განვითარებულო მოვლენები დაგმეს. ჟურნალისტების თქმით, მომხდარში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ. დღეს ადგილობრივმა მაუწყებლებმა გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაგებად და სოლიდარობის მიზნით რამდენიმე წუთით მაუწყებლობა შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები