"თქვენ ვალდებული ხართ გაერთიანდეთ" - აქციის მონაწილეების მიმართა ოპოზიციურ პარტიებს

07.05.24 22:05
"თქვენ ვალდებული ხართ გაერთიანდეთ" - აქციის მონაწილეების მიმართა ოპოზიციურ პარტიებს

"ყველა, ვისაც პასუხისმგებლობა გაქვს აღებული უნდა გაერთიანდეთ და ვალდებულები ხართ, რომ გაერთიანდეთ,“ - ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს დაფიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.

„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილებმა მიმართა ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკური ინტერესების გვერდზე გადადებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა.

თქვენ ვალდებული ხართ გაერთიანდეთ, ვალდებულები ხართ რაღაც ინტერესები დათმოთ ქვეყნის ინტერესებისთვის, თქვენ უნდა გვემსახურებოდეთ ჩვენ - ხალხია წყარო ძალაუფლების, ასე, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას გთხოვთ, გაერთიანდეთ ამ ქვეყნის მომავლისთვის, დათმოთ თქვენი კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები იმიტომ, რომ თუ თქვენ ეს არ გამოგივათ, თქვენ დაკარგავთ მომავალს და ამ ქვეყანაში თქვენი პოლიტიკური პარტიების არსებობა შეწყდება. ამიტომ უბრალოდ კრიტიკულ მომენტში მაინც შევძლოთ ქართველებმა გაერთიანება,“ - ამბობს ზვიად ცეცხლაძემ.

მანამდე, აქციის ორგანიზატორებმა მმართველი გუნდის ოფისთან შეკრებილ სამართლამცავებსაც მიმართეს.