საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა - აქუბარდია მონაცემთა ბაზის შექმნაზე

08.05.24 13:18
საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული  ქრონიკა - აქუბარდია მონაცემთა ბაზის შექმნაზე

საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ბოლო ჟამის ქრონიკა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია "ოცნების" მიერ იმ მონაცემთა ბაზის შექმნას, სააც რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს შეიყვანს.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, რეპრესიები დააანონსა. 

ეს არის რეპრესიების დაანონსება. თუ აქამდე პერსონალური მონაცემები ჰქონდა „ქართული ოცნების“ იმ ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც სატელეფონო ძალებით ცდილობდნენ ფსიქოლოგიური იერიშ მიეტანათ რუსული კანონის მოწინააღმეგეებზე, ახლა ამ სიის მეშვეობით კიევ უფრო გაზრდიან წრეს და ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა. ეს ხომ ბოლო ჟამის ქორნიკაა. გასაგებია, რასაც აკეთებენ, - ამბობს ქუბარდია. 

"ქართული ოცნება" დევნის ინსპექციას ქმნის. ახალი პარტიული დანაყოფის შექმნა დღეს შალვა პაპაუშვილმა დაანონსა. დვენის ინსპექციამ უნდა შექმნას საქართველოს მოქლაქეთა სია, სადაც განსახვვებული აზრის მქონე ადამინებს შეიყვანენ.