"ქართული ოცნება" რეპრესიებს იწყებს, მძიმედ დაამთავრებენ - რომან გოცირიძე

08.05.24 13:26
"ქართული ოცნება" რეპრესიებს იწყებს, მძიმედ დაამთავრებენ - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე "ოცნების" მიერ დაანონსებულ მონაცემთა ბაზის შექმნას რეპრესიების დაწყბეად აფასებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება  ძალიან მძიმე დაამთავრებს. 

აბსოლუტურად ყველა საზღვრები გადალახა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ყველა კანონი, აგენტების რუსული კანონით დაწყებული დამთავრებული სხვა კანონებით და მათ შორის აი, ამ რეესტრის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს: დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება. ძალიან მძიმედ დაამთავრებს „ქართული ოცნება“. ეს არის დაუშვებელი და ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები, - ამბობს რომან გოცირიძე. 

"ქართული ოცნება" დევნის ინსპექციას ქმნის. ახალი პარტიული დანაყოფის შექმნა დღეს შალვა პაპაუშვილმა დაანონსა. დვენის ინსპექციამ უნდა შექმნას საქართველოს მოქლაქეთა სია, სადაც განსახვვებული აზრის მქონე ადამინებს შეიყვანენ.