პაპუაშვილის სიის არ მეშინია, საკუთარი გუნდის წევრები შეიყვანონ - პაატა მანჯგალაძე

08.05.24 13:34
პაპუაშვილის სიის არ მეშინია, საკუთარი გუნდის წევრები შეიყვანონ - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას ურჩევს, მონაცემთა ბაზაში, რომლის შექმნასაც გეგმავს, ჯერ საკუთარი გუნდის წევრები შეიყვანონ. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქეების დაშინების მცდელობას ემსახურება, რომ პროტესტის მონაწილეებმა აქციაზე გასვლა ვეღარ გაბედონ. 

ეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის სტიგმატიზირების მცდელობა, რომ ვიღაცას მოერიდოს მერე და თქვს, რომ აი, აქციაზე თუ გავალ, პაპუაშვილი სიაში შემიტანს და მე, რავიცი, გავალ აქციაზე და არც პაპუაშვილის სიის არ მეშინია და არც არავის. მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს „ქართული ცონებიდან“. ჯერ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები უნდა შეიტანოს შიგნით, მერე თავისი შს მინისტრი და მისი დდდ-ს თუ რაღაც დანიშნულების რაზმი და მაშინ დავიჯერებთ ამ სიის არსებობას, თორემ პატარა ბავშვებს დააბრალო საქართელოს დროშა შემოხვეული რომელიც საქართველოს ჰიმნს მღერის, რომ მოძალადე ხარ, მემგონი, ძალიან დიდი აცდენაა, - ამბობს მანჯგალაძე. 

"ქართული ოცნება" დევნის ინსპექციას ქმნის. ახალი პარტიული დანაყოფის შექმნა დღეს შალვა პაპაუშვილმა დაანონსა. დვენის ინსპექციამ უნდა შექმნას საქართველოს მოქლაქეთა სია, სადაც განსახვვებული აზრის მქონე ადამინებს შეიყვანენ.