იმ ყველაფრის ფონზე, როცა ძალადობენ ახალგაზრდებზე, სასტიკად გაუსწორდნენ ხაბეიშვილს, სახლში მიუვარდნენ ეძგვერაძეს, პაპუაშვილის განცხადება არის მორიგი მანიპულაციური პოლიტიკა - ლევან ბეჟაშვილი

08.05.24 13:33
იმ ყველაფრის ფონზე, როცა ძალადობენ ახალგაზრდებზე, სასტიკად გაუსწორდნენ  ხაბეიშვილს, სახლში მიუვარდნენ ეძგვერაძეს, პაპუაშვილის განცხადება არის მორიგი მანიპულაციური პოლიტიკა - ლევან ბეჟაშვილი

იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ძალადობენ ახალგაზრდებზე, სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, სახლში მიუვარდნენ ირაკლი ეძგვერაძეს, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მორიგი მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ, - ამის შესახებ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი,  „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართვალი ძალა საქართველოს მოქალაქეთა სიას ქმნის, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შეიყვანენ. 

„შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის „ქართული ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ. თან მაშინ, როდესაც დღეს მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, სახელმწიფოსგან, მმართველი პარტიისგან დაქირავებული „ზონდერები” და „ბანდები“ დათარეშობენ თბილისის ქუჩებში და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე.

ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯერაც არ გამოძიებულა, პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილება არ შეჩერებულა. ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სახლში მიუვარდნენ და ამ ფონზე შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები არის მორიგი მანიპულაცია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.