ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი "ქართულ ოცნებას - ლექსმანი
"ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი" - ასე აფასებს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის რეპრესიების დაანონსებას.
ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ ხელისუფლების მიერ მონაცემთა ბაზის შექმნა "სირცხვილია".
ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი "ქართულ ოცნებას" და მათ, ვინც ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების საშუალებას იძლევა" - წერს ლექსმანი.
"ქართული ოცნება" რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებს უანონსებს. საგანგებო ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეები რადიკალურ ქმედებებში, ძალადობაში და საზოგადოებაში ზიზღის გაღვივებაში დაადანაშაულა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები აკერმანისა და კანვასის ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებენ, რომელთა უკანაც ენმ დგას.
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება მონაცემეთა ბაზას შექმნის, სადაც ის პირები იქნებიან შეყვანილები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში იქნებიან შემჩნეულები, ან მათ ქმედებებს მოიწონებენ. "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ამ ადამიანების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება.