ზუსტად იგივე უბედურებას იმეორებენ, რაც მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში - ნინო ბურჯანაძე

13.07.21 15:30
ზუსტად იგივე უბედურებას იმეორებენ, რაც მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში - ნინო ბურჯანაძე

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში ,,ოცნება" წინა ხელისუფლების შეცდომას იმეორებს. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ იგივე მეორდება, რა შეცდომაც დაუშვეს გირგვლიანის გარდაცვალებისას.

 გაჩნდა კითხვის ნიშანი- რა ხდება. რატომ ასეთი სისწრაფე და დედის ხელიდან გამოგლეჯა. კულტურული ქალია და რატომ არ შეიძლებოდა, მასთან დალაპარაკება და ახსნა, ქალბატონო, ეს აუცილებელია, გაგვიწიეთ ანგარიში. დარწმუნებული ვარ, ის ამაზე წამოვიდოდა. მაგრამ შვილი ჯერ მოუკლეს, მერე მოპარეს. ზუსტად იგივე უბედურებას იმეორებენ, რაც მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში. მე მაშინ გუნდში ვიყავი და ზუსტად ვიცი, ლამის მას დააბრალეს, რაც მოხდა, ასეთივე ხდება ლექსოს შემთხვევაშიც. 

ამას თუ მოვითმენთ და ეს შერჩება ხელისუფლებას, ხვალ ჩვენთან მოვლენ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.