მინდა პაპუაშვილს ვკითხო, ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ, საერთოდ? - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ სიები, რომლის შექმნასაც "ქრთული ოცნება" გეგმავს და რომელშიც რუსული კანონის მოწინააღმდეგების შეყვანა უნდა, არ იმუშშავებს.
ოპოზიციონერ ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც აღნიშნული გეგმა გააჟღერა, უსვამს კითხვას, იმ ფონზე, როდესაც ენმ-ს თავმჯდომარე სასტიკად სცემეს, როდესაც ასევე სასტიკად გაუსწორდნენ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებზე, რატომ არ ეუხერხულება ძალადობაზე საუბარი.
ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს, ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს ვითომდა, მათი აზრით, მორალური პოზიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს. მინდა შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა, ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ, საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასეთ ახალგაზრდებს რომ თავპირი დაამტვრიეთ, თქვენი კოლეგა ლევან ხაბეიშვილის სასტიკად რომ სცემეს და ანგარიში გაუსწორედს თქვენს თვალწინ, ერთი სიტყვა ამაზე არ გითქვამთ. ბევრი ინფორმაცია გვაქვს, როგორი ჩამოშლა ფაქვთ შიგნით, როგორი მძიმე ვიტარება გაქვთ საჯარო სამსახურში, პოლიციაში, მათ შორის, პარლამენტის წევრებს შორის, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
"ქართული ოცნება" დევნის ინსპექციას ქმნის. ახალი პარტიული დანაყოფის შექმნა დღეს შალვა პაპაუშვილმა დაანონსა. დვენის ინსპექციამ უნდა შექმნას საქართველოს მოქლაქეთა სია, სადაც განსახვვებული აზრის მქონე ადამინებს შეიყვანენ.