„ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია

08.05.24 16:41
„ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია

„ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, რეესტრის შექმნა გათვლილია საზოგადოების დაპირისპირებაზე, შუღლის გაღვივებაზე და არჩევნებამდე ბრძოლის რეჟიმში მისვლაზე.

"ჩემი აზრით, ხელისუფლება შედის ისტერიულ რეჟიმში და ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში უშვებს შეცდომებს და ხალხს აღიზიანებს დამატებით. ეს რაღაცა რეესტრის შექმნაც ამ მიდგომის ერთ-ერთი პირმშოა. რომ გითხრათ ამაზე ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ," - განაცხადა ხვიჩიამ.

"ქართული ოცნება" დევნის ინსპექციას ქმნის. ახალი პარტიული დანაყოფის შექმნა დღეს შალვა პაპაუშვილმა დაანონსა. დვენის ინსპექციამ უნდა შექმნას საქართველოს მოქლაქეთა სია, სადაც განსახვვებული აზრის მქონე ადამინებს შეიყვანენ.