ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა, მოეგეთ გონს! - ვაშაძე "ოცნებას"
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელიც პირდაპირ, რომ ვთქვათ მათ სისუსტეზე და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე შალვა პაპუაშვილს ეკითხება, "ძალადობაზე როგორ ლაპარაკობს საერთოდ"
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა და იგივეს უწინასწარმეტყველებს მმართველ გუნდსაც.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელიც პირდაპირ, რომ ვთქვათ მათ სისუსტეზე და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს, სხვა არაფერი შეფასება არ უნდა გავაკეთოთ იმ რეალობას აცდენილ განცხადებებზე, რომელიც მან აკეთა.
სირცხვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს ვითომდა მათი აზრით მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს.
ჩვენი სრული მხარდაჭერა პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს და ყველას უფლებებს დავიცავთ, ყველას გვერდში დავუდგებით. რაც მთავარია ქვეყანა და ერი ერთიანია.
ახლა მინდა შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა - ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ?! რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე?! ახალგაზრდებს, რომ თავ-პირი დაამტვრიეთ. თქვენი კოლეგა, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად, რომ სცემეს და ანგარიში გაუსწორეს თქვენს თვალწინ ერთი სიტყვა ამაზე არ გითქვამთ, ყველაფერს როგორ აყალბებთ?! საერთოდ ვინხართ?! საიდან მოხვედით?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი არაადეკვატური განცხადებები?!
მაგრამ მე ხომ ძალიან კარგად ვიცი და ბევრი ინფორმაცია გაქვთ შიგნით, როგორი მძიმე ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურში, პოლიციაში, მათ შორის პარლამენტის წევრებს შორის, სადაც ძალიან ბევრი ფიქრობს უკვე, რომ თქვენ ამ ანტიქართულ- მოღალატეობრივ ქმედებას ხელი არ უნდა მოაწერონ - ეს ყველაფერი რატომ ხდება ქვეყანაში?! იმიტომ, რომ თქვენმა ბრძანებელმა გადაწყვიტა რუსული კანონი მიიღოს და ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს საქართველოში. საქართველოში, რომელიც არის ღირსეული, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქვეყანა და თქვენ ვის უპირისპირდებით?! ახალგაზრდა თაობას უპირისპირდებით?! ქართველ ხალხს უპირისპირდებით, რომლებსაც გულწრფელად უნდათ ამ ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება?! ამ სისულელეების ბოდვას და როშვას მოეშვით, მოეგეთ გონს’’,-განაცხადა ვაშაძემ.
"ქართული ოცნება" დევნის ინსპექციას ქმნის. ახალი პარტიული დანაყოფის შექმნა დღეს შალვა პაპაუშვილმა დაანონსა. დვენის ინსპექციამ უნდა შექმნას საქართველოს მოქლაქეთა სია, სადაც განსახვვებული აზრის მქონე ადამინებს შეიყვანენ.