მეთამაშა, მითხრა, თმა შეიღებეო - ლექსო ლაშქარავას დედა შვილის სიციოცხლის უკანასკნელ წუთებს იხსენებს

13.07.21 17:09
მეთამაშა, მითხრა, თმა შეიღებეო - ლექსო ლაშქარავას დედა შვილის სიციოცხლის უკანასკნელ წუთებს იხსენებს

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, დედა, თინათინ კახიძე იხსენებს, რომ შაბათს,  დედასთან ერთად იცეკვა კიდეც. 

თინათინ კახიძე, აღნიშნავს, რომ მისი შვილი კარგ ხასიათზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. 

შაბათ დილით, როცა გადაღებაზე იყო, გამაფრთხილა - ფორმაში არ ხარ, თმები შეიღებეო. ბოლო წუთები მეთამაშა, ეს ჩემი გონებიდან არ ამოვა"- აცხადებს გარდაცვლილი ოპერატორის დედა.