ლექსო თავისუფლების სიმბოლოა, ვერ დაგვჩაგრავთ! - ვატო წერეთელი

13.07.21 17:22
ლექსო თავისუფლების სიმბოლოა, ვერ დაგვჩაგრავთ! - ვატო წერეთელი

ეს ბიჭი თავისუფლების სიმბოლოა. ეს ტრაგედია უკვე გასცდა ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ჩვენ არხს - აცხადებს "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი. 

ლექსო ჩვენი ქვეყნის ტრაგედიად და ამავე დროს თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ხელისუფლებას მისი დაჩაგვრა გაუვიდა, ჩვენ ვერ დაგვჩაგრავს. ჩვენ, ყველა დაჩაგრული ადამიანის სახელით, ვინც ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლებამ დაჩაგრა, ხელისუფლებას მოუწევს იმის გაკეთება, რასაც იმსახურებს - ამბობს ვატო წერეთელი.

უწყვეტი ტაში, ათობით დაშვებული კამერის ობიექტივი, ბევრი ცრემლი და უსამართლობის განცდა - ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით, დაკრძალეს.