გომელაური ამტკიცებს, რომ თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად" დაიწყეს

09.05.24 12:47
გომელაური ამტკიცებს, რომ თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად" დაიწყეს

გრძნობს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობას სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეზე? -  ვახტანგ გომელაური ამბობს „ყველანაირ თავდასხმას“ გმობს, თუმცა მის კომენტარში ისმის სიტყვა "მაგრამ". 

მეტიც ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნისთვის გაუგებარია, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან გუიშინ მომხდარ სასტიკი ანგარიშსწორებების სერიაზე. 

შს მინისტრი TV პირველის კორესპოდენტის კითხვის საპასუხოდ ამტკიცებდა, რომ თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად" დაიწყეს

გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. ეხლა არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, სამწუხაროდ“, - უთხრა მედიას გომელაურმა.

კითხვაზე,  შეუძლია თუ არა კატეგორიულად დაგმოს გამსხვავებული ადამიანების მიმართ დაწყებული ტერორის კამპანია, ვახტანგ გომელაურმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.

ისევ თქვა, რომ "არავისზე ძალადობა არ მოსწონს" და აქვს კახი კალაძის მსგავსად ახსენე პროპაგანდისტული მედიები.

მსგავსი სიახლეები