ძალადობა არ მომწონს, მაგრამ... - მინისტრის პასუხი სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეზე
გრძნობს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობას სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეზე? - ვახტანგ გომელაური "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "სამწუხაროდ არის თავდასხმები", აცხადებს, რომ "გუშინ გამოძიება თავდასხმის ყველა ფაქტზე დავიწყეთ, ვნახავთ, რა მოხდა".
"გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, მას კრიტიკული მედიისგან არ მოუსმენია შეშფოთება, როდესაც მისი სიტყვებით "POST TV"-ისა და "იმედის" ჟურნალისტებზე "
ძალადობა არავიზე არ მომწონს, არც ოპოზიციონერებზე და არც მოქალაქეებზე, რომელსაც მომიტინგეები ახორციელბდნენ. თუნდაც თქვენ კოლეგებზე, მე არ მინახავს თქვენ ეთერებში დაგმობილი ფაქტი თუნდაც იმაზე რაც "პოსტ ტვ"-ის ჟურნალისტს გაუკეთეს. გამოსულიყავით და გეთქვათ, ბატონო ვახტანგ, გრძნობთ პასუხისმგებლობას, 500 კაცი რომ "პოსტ ტვ"- ის ჟურნალისტს..."- თქვა მან.
რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.