რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ (ვიდეო)
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ.
ამის შესახებ ჯგუფ დაიტოვეში აქციის ერთ-ერთი მონაწილე წერს. ირკვევა, რომ თავდასხმამდე ახალგაზრდა მამაკაც ტელეფონზე დაურეკეს, 15 წამის განმავლობაში ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე.
ირკვევა, რომ მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ტუჩი აქვს გახეთქილი და სახის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.
კადრებში ჩანს, რომ მას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი უსწორდება